воскресенье, 11 мая 2014 г.

მათემატიკური ვიქტორინა - VII კლასი - არხილოსკალოს საჯარო სკოლა

არხილოსკალოს საჯარო სკოლის  VII კლასში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის პედაგოგები და ჟიურის წევრები : ლალი ბერელაშვილი ( დირექტორის მოადგილე და მათემატიკის მასწავლებელი), დალი ბოსტაშვილი ( მათემატიკის მასწავლებელი), ლილი ბაიაშვილი ( ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ) , ეთერ შავერდაშვილი ( დაწყებითის და მათემატიკის მასწავლებელი ). მოსწავლეებს ერთი თვით ადრე დაევალათ მათემატიკურ თემაზე კროსვორდების შედგენა.
ვიქტორინა შედგებოდა ორი გუნდისგან, რომელის სახელწოდებაც შეარჩიეს კენჭისყრით შერჩეულმა გუნდებმა. ,,ტომი" და ,,ჯერი "-ს მონაწილეებმა წარმოადგინეს გუნდის კაპიტნები: ანი ჩოხელი - ,,ტომი", ნინო წიკლაური - ,,ჯერი " .
ღონისძიება ძალიან სახალისოდ წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ,,ტომი " , ასევე საუკეთესო კროსვორდის ავტორი - გიორგი წიკლაური, და ყველაზე აქტიური მონაწილე - გიორგი სეთურიძე. ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელები.

























































































2 комментария:

  1. სასიამოვნო ღონისძიება ჩატარდა. მასწავლებელი და მოსწავლე ერთად ივნენ ჩართული მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში.
    შედეგი დადებითი.
    გისურვებთ უკეთეს ღონისძიებას

    ОтветитьУдалить